ეკონომიკა

ნავთობის ფასი 100 დოლარზე დაბლა დაეცა

Nusagi

ნავთობის ფასი პირველად აპრილის ბოლოდან 100 დოლარზე დაბლა დაეცა. ფასების კლებას ექსპერტები მოსალოდნელ ეკონომიკურ რეცესიას და საწვავზე მოთხოვნილების შემცირებას უკავშირებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

Brent-ის ფასმა ვაჭრობის შედეგად ერთ ბარელში 99,61 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ტეხასის WTI-ის ტიპის ნავთობს, მისმა ფასმა 98,53 აშშ დოლარი შეადგინა. დაახლოებით ერთი თვის წინ ნავთობის ერთი ბარელი 120 დოლარი ღირდა.

გაზეთ New York Times-ის პროგნოზით, ნავთობის ფასის კლების ტენდენცია იმ შემთხვევაში  გაგრძელდება, თუ აშშ-ში ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება. ასევე ნავთობის ფასზე ჩინეთში ეკონომიკური აქტივობაც მოქმედებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო შენელებულია.

ასევე სააგენტო Bloomberg იუწყება, რომ აშშ მოკავშირეებთან იმპორტირებულ რუსულ; ნავთობზე ფასების ზღვრის დაწესებას განიხილავს, რომელიც 40-დან 60 აშშ დოლარამდე იმერყევებს. მისი მიზანია რუსეთის საექსპორტო მოგების შეზღუდვა, რათა პარალელურად მსოფლიო მწარმოებლებისთვის რუსულ ნავთობზე წვდომა შენარჩუნდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,342 ნახვა
%d bloggers like this: