საზოგადოება

„პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვისწავლით თანამშრომლობას“ – სანდრო რაქვიაშვილი

Nusagi

„პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვისწავლით თანამშრომლობას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწრება და დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

„წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებთ ამ შეხვედრაზე, ძალიან მაინტერესებს რას გავაკეთებთ. არ მგონია,  პოლარიზაცია შევამციროთ კომისიებით.  ჩემი აზრით, პოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვისწავლით თანამშრომლობას, ერთად ვიმუშავებთ კანონებზე და შევასრულებთ  დანარჩენ პუნქტებს. ჩვენ შეგვიძლია რაღაცაზე შევთანხმდეთ. არ ვიცი რა საჭიროა კომისია, მაგრამ რადგანაც შეიქმნა, მივალ და დავაკვირდები რა მოხდება“, –  აღნიშნავს სანდრო რაქვიაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: