სამართალი

სააკაშვილის ადვოკატი ექსპრეზიდენტზე: პატიმარს ასდის საშინელი სუნი

Nusagi

“ვიზუალურად, სუნით და ხელებით კონტაქტის დროს პატიმარს ასდის სუნი,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სატელევიზო ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ხელებსა და კანზე ორი-სამი დღის გარდაცვლილის ფერი აქვს; ხელები აქვს ორი-სამი დღის გარდაცვლილის მსგავსად დამჭკნარი, კუნთები კი – გალეული; არის პიგმენტები და ლაქები სახეზე;

„ადამიანი სახეზე გაშავებულია. იმ პალატაში ფანჯარა ოდნავ იღება, მაგრამ ასდის რაღაც საშინელი სუნი, რაღაც ინტოქსიკაცია მიმდინარეობს ორგანიზმში. ფაქტია, რაღაც ხდება…

როგორც მე გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, ეს შეიძლება იყოს აზოტი ან სხვა რაღაც პროცესები მიმდინარეობს…

ფაქტი ერთია, რომ მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, სიცხემ აუწია – მისცემენ სიცხის დამწევს, წნევამ აუწია – მისცემენ წნევის დამწევს, მაგრამ ისეთი პროცედურები, რომ მთლიანად ორგანიზმმა იმუნური პროცესი დაიწყოს და მერე თვითონ უმკურნალოს სხვა სიმპტომებს, არ ტარდება და ვერც ჩატარდება. ეს სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი გასეირნება და შესაძლოა, უპრეცედენტოც იყოს ევროპაში”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,163 ნახვა
%d bloggers like this: