უცხოური მედია

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

იაპონური მედია მედიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად დაჭრილი ყოფილი პრემიერი გარდაიცვალა.

ექიმებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლეს აბეს გადასარჩენად, მაგრამ მიყნებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შეახსენებთ, რომ თავდამსხმელმა ყოფილ პრემიერს, ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლის დროს, ორჯერ ესროლა ზურგში.

იაპონიის ახლანდელმა პრემიერმა კასიდამ დაგეგმილი ღონისძიებები შეწყვიტა და ქვეყნის ყველა მინისტრს ტოკიოში უხმო. მისი განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის მდგომარეობა უმძიმესია.

41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,671 ნახვა
%d bloggers like this: