კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიას ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია, გამოეხმაურა.
მისი თქმით, პუტინმა იგულისხმა, რომ მოსკოვისა და კიევის პოტენციალის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.
„პუტინმა ამით უბრალოდ ყველას შეახსენა, რომ რუსეთის პოტენციალი სრულიად შეუდარებელია და ის იმდენად დიდია ამ მხრივ, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაცია ახლა მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის არმიას იქ „ჯერ არაფერი დაუწყია“.
Facebook Comments Box