პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ იმ მომენტში, როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, ის ხდება პარტია და აქვს პარტიული მიზნები

Nusagi

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, სწორედ ამ მომენტში ეს ორგანიზაცია ხდება პარტია და მას უკვე აქვს პარტიული მიზნები, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სექტორის დღის წესრიგმა წაშალა ზღვარი არასამთავრობო მუშაობასა და პარტიულ მუშაობას შორის. მისივე თქმით, პოლიტიზება მათივე საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს.

„სამწუხარო მოვლენაა, რომ საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში ნაშენები სამოქალაქო სექტორი ასე უცებ ჩამოიშალა. ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი. დისკრედიტება ხდება სექტორის რა კუთხით, რომ ზღვარი მთლიანად წაიშალა, სად არის პარტია და სად არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელია მათ შორის პარტია და რომელია არასამთავრობო ორგანიზაცია. პრინციპში არასამთავრობო ორგანიზაციაც, ისევე, როგორც პარტია, ეს არის ხალხის გაერთიანება. თავისი ბუნებით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის სხვაობა, რა მომენტში ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტია.

სხვაობა არის სწორედ მიზნებში. პოლიტიკური პარტიის მიზანი არის, რომ მან საკუთარი წარმომადგენლებიდან, ან საკუთარი გარემოცვიდან დააკომპლექტოს სხვადასხვა თანამდებობები, ჰქონდეს გავლენა საკანონმდებლო პროცესზე, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა კანონების მიღებაში და ა.შ. რას ვხედავთ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზია რაში მდგომარეობს, მათ ოფიციალურად განაცხადეს პირდაპირ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში მათ უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა, მათ შორის ვეტოს უფლება დაკომპლექტებისას. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი სახალხო მანდატი და ლეგიტიმაცია ხალხისგან ითხოვს, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში. არა ხალხს, არა ხალხის წარმომადგენელს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც 10-20 კაცისგან შედგება, დაფინანსება აქვს და რომელიღაც პროექტს ახორციელებს.

სწორედ ამ მომენტში, როგორც კი ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, სწორედ ამ მომენტში ეს ორგანიზაცია ხდება პარტია და მას უკვე აქვს პარტიული მიზნები. ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ მოხდა ტრანსფორმაცია, უფრო სწორად გამოაშკარავება, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ჩვეულებრივად იქცევა, როგორც პარტია. ის უბრალოდ არ არის რეგისტრირებული როგორც პარტია და ამავე დროს გამოდის, რომ არის პრივილეგირებული პარტიებთან შედარებით. ამას ვეუბნებით ჩვენც, თუ გინდათ, რომ იყოთ პარტია, გქონდეთ პარტიული მიზნები, მაშინ შემოდით ამ ველზე. ამ ველში მათ ექნებათ დაფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. ექნებათ ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. ექნებათ შიდა დემოკრატიული მმართველობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, გაუმჭვირვალე სტრუქტურით, გაუმჭვირვალე ფინანსებით და შემოდიან იმ ველში, სადაც არიან პარტიები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,050 ნახვა
%d bloggers like this: