პოლიტიკა

სანქციები მნიშვნელოვანი იქნება იმასთან ერთად, რაც უნდა მოხდეს საქართველოში – საზოგადოების მობილიზება ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლისთვის – გიგა ბოკერია

Nusagi

„მგონია, რომ სანქციები მნიშვნელოვანი იქნება იმასთან ერთად, რაც უნდა მოხდეს საქართველოში – საზოგადოების მობილიზება ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლისთვის,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრისას „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციები უკვე ირიბად შეეხო. 

ბოკერია ამბობს, რომ ავტორიტარული რეჟიმები სანქციების დაწესების გამო ძალაუფლებას არ თმობენ. 

„არ მგონია იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ გარეთ ჩვენი მეგობრები სანქციებს დაუწესებენ ბიძინა ივანიშვილს და ეს გადაწყვეტს ჩვენს პრობლემას ქვეყნის შიგნით. ამ გზაზე რა გზაზეც ივანიშვილი დადგა პრობლემები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თავისუფალ სამყაროსთან, მათ შორის იმ ირიბი ან პირდაპირი სანქციები არათუ რეალურია, არამედ ვხედავთ რომ ირიბად სანქციები მას შეეხო. 

მხოლოდ ამის გამო ავტორიტარული რეჟიმები ძალაუფლებას არ თმობენ.  ივანიშვილისთვის ძალაუფლების დათმობა მთავარი საფრთხეა, ამისთვის ცხოვრობს, ამას სწირავს ქვეყნის მომავალს და ყველაფერს. მგონია, რომ სანქციები მნიშვნელოვანი იქნება იმასთან ერთად, რაც უნდა მოხდეს საქართველოში, ეს არის საზოგადოების მობილიზება ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლისთვის. ამის პარალელურად სანქციები იქნება ფაქტორი, რომელიც შეარბილებს ან შეამცირებს რისკებს ძალადობრივი რეჟიმისგან. გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ფაქტორი იყოს, რომ ნაკლები შარით და ზიანით მოხდეს არჩევნებით მშვიდობიანი ცვლილება ქვეყანაში. სწორედ ამ თვალსაზრისით არის ეს მნიშვნელოვანი. 

იქამდე ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს და მის გარემოცვას, ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. ის, რომ მაიკლ მაკფოლი, რომელსაც თავის დროზე არასწორი პოზიცია ჰქონდა, ის საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ის ბელარუსის ლიდერობასთან ერთად იხილავს საქართველოს ხელისუფლების შესაძლო სანქცირებას, ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის. დამსახურებულია იმ ფონზე რაც ხდება, მაგრამ კარგი კი არ არის, კატასტროფაა“, – აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: