საზოგადოება

PMCG: საქართველოში სამუშაო ვაკანსიების რაიდენობა 2022 წელთან შედარებით გაირმაგდა, ხოლო 2021 წელთან შედარებით 67%-ით მეტია.

Nusagi

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33,703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი მაჩვენებელია, – ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების
საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა.

როგორც „იმედინიუსს“ PMCG-ში განუმატეს, აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოყენებულია, შემოსავლების სამსახურისა და jobs.ge-ს მონაცემები. jobs.ge-ს მონაცემებში ცდომილება არ არის და ზუსტად ასახავს სტატისტიკას. „რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ნაწილს, ამ შემთხვევაში მცირე ცდომილება შეიძლება არსებობდეს, რადგან შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას მუდმივად ემატება მონაცემები. მაგალითად 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს გრაფიკზე გამოტანილი, შეიძლება შეიცვალოს, რადგან პუბლიკაციის გამოქვეყნების დღის შემდეგ სავარაუდოდ დაემატებოდა მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზას და მაჩვენებელი მცირედით გაიზრდებოდა“, – აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,952 ნახვა
%d bloggers like this: