პოლიტიკა

არახამიამ და უკრაინის ხელმძღვანელობამ ჯერ რომ საკუთარ „შავ ხვრელებს“ მიხედონ, არ ჯობია? – ზურაბ ქადაგიძე

Nusagi

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კონგრესმენი ვიქტორია სპარის მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. 

როგორც ქადაგიძე წერს, ამღვრეული წყალი როცა დაიწმინდება, ბევრი ნაგავი გამოჩნდება ფსკერზე და უამრავ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

„არახამიამ და უკრაინის ხელმძღვანელობამ ჯერ რომ საკუთარ „შავ ხვრელებს“ მიხედოს, არ ჯობია? ამღვრეული წყალი როცა დაიწმინდება, ბევრი ნაგავი გამოჩნდება ფსკერზე და უამრავ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წერილით მიმართავ და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე ინფორმაციას ითხოვს.

კონგრესმენ სპარცის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ერმაკის მისამართით, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე და რუსეთთან მის სავარაუდო ურთიერთობაზე არაერთი სერიოზული ბრალდებაა გაჟღერებული.

სპარცი აღნიშნავს, რომ კონგრესს ერმაკის შესახებ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაადასტუროს ან უარყოს გაჟღერებული სერიოზული ბრალდებები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: