Uncategorized

„დეესკალაცია უნდა დაიწყონ პოლიტპატიმრებით“ – თაკო ჩარკვიანი

Nusagi

პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა დაიწყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება. 

მისი თქმით, დეესკალაცია უნდა დაიწყონ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. 

„თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მათ ჩვენი დღის წესრიგით ვუთხრათ, რომ დაიწყეთ 12 პუნქტის შესრულება, ანუ დეესკალაცია დაიწყონ პოლიტპატიმრებით. ეს გამოიწვევს დეესკალაციას იმიტომ, რომ ესეც თამარ ჩარკვიანის, სალომე სამადაშვილის, სამნიძის და ასე შემდეგ სურვილები კი არ არის, ეს წერია იმ 12 პუნქტში – დეესკალაცია, პოლიტპატიმრები. დაიწყონ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი საკითხი, გაუშვან ხელი პროკურატურას, რაც ძალიან მარტივია, ასევე, მარტივია პოლიტპატიმრების თემა“, – აცხადებს პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,903 ნახვა
%d bloggers like this: