Uncategorized

სერგო ჩიხლაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს უნდა მოხდეს და ეს უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ შარშან

Nusagi

ეს საკითხი გადაწყვეტილია – ეს უნდა მოხდეს და ეს უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ შარშან, ყველაზე გვიან, საგაზაფხულო სესიაზე, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საკონსტიტუციო ცვლილებზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ამის გადატანა და არ შესრულება ერთი, რომ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა, რასაც განაგრძობს „ქართული ოცნება“ და მეორე – საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა რეკომენდაციაშია შესული და არ ასრულებს ამას „ქართული ოცნება“ და რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის ეს არის კარგი გამოსავალი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმით პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერს უპირობოდ, კონკრეტული დათქმის გარეშე დაწევს. ევროკომისიის რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, საკუთარი ინიციატივით, მეცამეტე პუნქტის დამატებას ცდილობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,126 ნახვა
%d bloggers like this: