უცხოური მედია

ვინ ოცნებობს პუტინის „ტახტის“ დაკავებაზე?

Nusagi

რუსმა წამყვანმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა განაცხადა, რომ  რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერხი კირიენკო პუტინის „ტახტის“ დაკავებაზე ოცნებობს.

„შეუძლებელია კირიენკოს არ ესმოდეს, რომ რუსეთი უკრაინაში დანაშაულს სჩადის – ის „საშინელ სპექტაკლს თამაშობს“, –  განაცხადა ალექსანდრე ნევზოროვმა.

ნევზოროვის თქმით, კირიენკოს ჰგონია, რომ „ვამპირის ნიღაბი მოირგო“ და შემდეგ შეძლებს მის გადაგდებას.

„…და ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან ნიღბებს აქვს ერთი თვისება – მოირგებ სახეზე და პუტინის ვამპირის გრიმის ჩამორეცხვა ხომ შეუძლებელია? კირიენკომ არ იცის ეს საიდუმლო. მან ასეთი მცდარი გზა აირჩია“, – მიიჩნევს პუბლიცისტი.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა გახდეს. მოგვიანებით, კი დეპუტატმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავის პოსტს ქალს არ დაუთმობს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,952 ნახვა
%d bloggers like this: