Uncategorized

ვერ უძლებს ვერანაირ პოლიტიკურ სტანდარტს, ეთიკას, დიპლომატიას, ურთიერთობის წესს – ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

Nusagi

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ეკა ბესელიამ „მთავარი არხის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ირაკლი კობახიძის განცხადებას „აბსოლუტურად უგუნური“ უწოდა. 

ბესელიას თქმით, შეუძლებელი და წარმოუდგენელი მსგავსი ტიპის განცხადებაზე ადეკვატური პასუხი გქონდეს. 

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ამბობს, რომ კობახიძის მიერ 7 ივლისს გაკეთებული განცხადება ვერ უძლებს ვერანაირ პოლიტიკურ სტანდარტს, ეთიკას, დიპლომატიას და ურთიერთობის წესს.

„შეუძლებელია რაღაც ადეკვატური რეაქცია და პასუხი გქონდეს ამ სიგიჟეებზე რაც ხდება.  ყველა ჯერზე მგონია, რომ სადღაც დასრულდება ეს აბსოლუტურად უგუნური და ძალიან სამარცხვინო განცხადებები. 

სულ მგონია, რომ ვიღაცა გამოჩნდება, შეივლის იმ ოფისში, რომელიც კობახიძის და სამხარაძის გინების ამარა არის დარჩენილი და ეტყვის მათ „გაჩერდით“. ეს განცხადება ვერ უძლებს ვერანაირ პოლიტიკურ სტანდარტს, ეთიკას, დიპლომატიას, ურთიერთობის წესს, ვერაფერს ვერ უძლებს საერთოდ. 

კოლბაში აღმოჩნდნენ და ამ კოლბაში არა მხოლოდ ივანიშვილია… ამას პარტიას ვერ დავარქმევ, ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეს არის ჯგუფი, რომელიც ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ მეტი მატერიალური სარგებელი მიიღოს.

როგორ შეიძლება თავში აზრად მოგივიდეს,  ევროკავშირს მთელი ამ პროცესის შემდეგ, 12 პუნქტიანი დავალების შემდეგ, ამდენი განცხადების, გაფრთხილების შემდეგ, გამოხვიდე და უთხრა „მომეცი კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ვიფიქრებ დავწიო თუ არა საარჩევნო ბარიერი“, – აცხადებს ეკა ბესელია. 

ეკა ბესელიას თქმით, პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები მაშინ დასრულდა, როცა მმართველი გუნდი დეპუტატებმა დატოვეს. 

ამასთან, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და პრემიერ ღარიბაშვილს აქვს. 

„ჩავთვალოთ, რომ ამ ჯგუფში შიგნით დისკუსია არ არის, შიგნით განსხვავებული მოსაზრებების ეტაპი მაშინ დასრულდა, როცა ჩვენ წამოვედით და ამის შემდეგ იქ არავინ არ არის ისეთი, ვინც განსხვავებულ მოსაზრებას იტყვის. 

ბიძინა ივანიშვილთან ამათ კონტაქტი ისედაც არ აქვთ, ერთ-ორი ადამიანის გარდა. ივანიშვილთან მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება საკომუნიკაციო პირი იყოს, იმიტომ რომ სხვა გადაწყვეტილების მიმღები იქ არავინაა. ასეთი საკომუნიკაციო პირი ირაკლი კობახიძე იქნება და დიდი ალბათობით პრემიერი. მეტი არავინ მეგულება ასეთი, მათ შორის არც შალვა პაპუაშვილს, არც მამუკა მდინარაძეს და არც სხვებს არ დაელაპარაკება. მაშინ არ ელაპარაკებოდა და ახლა ფორმალურად უფრო დისტანცირებულია.  იქ კრიტიკული აზრი აღარ არის, ის არის მხოლოდ ტაშის დამკვრელთა ჯგუფი და უპირობო შემსრულებლები ყველანაირი საზიანო ქმედებით“, – აცხადებს ეკა ბესელია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,126 ნახვა
%d bloggers like this: