პოლიტიკა

თორნიკე შარაშენიძე ივანიშვილზე; სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! კიდევ ერთი მიზეზი, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს

Nusagi

,,ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის… თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს… კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს, როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს?’’ – ასე პასუხობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრას’’ მიერ დასმულ შეკითხვას ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირების შესახებ.

როგორც თორნიკე შარაშენიძე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და თან ლეგიონის ორდენი აქვს მიიღებული საფრანგეთის პრეზიდენტისგან. მისი თქმით, შესაძლოა, ვიღაცამ უთხრა მაკფოლს, რომ ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან?

,,თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს. მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია,’’ წერს შარაშენიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,163 ნახვა
%d bloggers like this: