საზოგადოება

ნატო დუმბაძე: უნდა გავარკვიო, რა „მოხელე-ნაჩალნიკია“, ნერვები რომ აქვს ასეთ დღეში

Nusagi

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ მომხდარ ინციდენტზე ყვება.

„გუშინ ჩემს დას კარადას უწყობდნენ, ხელოსანი საღამოს მივიდა და სადღაც 10 საათამდე აწყობდა. მართალია არ არის სასიამოვნო პროცესი, თუმცა არც ისეთი გამაყრუებელი და შესაშლელი ხმა გადის ბინიდან, რომ ხუთი კარის იქით მცხოვრები ახალგაზრდის გაღიზიანება გამოეწვია, აბა კარადა როგორ უნდა ააწყო ხომ არ იცის ვინმემ. ხოდა ეს კორიდორის ბოლოს მცხოვრები შეწუხებულა ძალიან და პატრულს გამოვიძახებო “დამუქრებია”. მესმის, რომ არ არის სასიამოვნო პროცესი, მესმის, რომ კვირაა და ვთქვათ ისვენებს ადამიანი მაგრამ ორი პატარა კარადის აწყობამ თან ნუ წერტილოვნად ხმარობს ხო ხელოსანი იმ რაღაც ჭკვიან “ატვიორტკას” თუ რაც ქვია , ასე როგორ უნდა გამოგიყვანის წყობიდან, რომ პატრულს მიმართო ამის გამო. რა ვიცი, რა ვიცი ევროპაში მიცხოვრია და იქ არ მსმენია ასეთი რამ, მხოლოდ შვეიცარიაშია ოდნავ გამკაცრებული, მოკლედ სადღაა თბილისი და თბილისელები, დელიკატურობა! ავეჯს რომ მიიტანდი მთელი უბანი გეხმარებოდა, ვინ იკადრებდა ასეთ რამეს მაგრამ ვაი რომ ვაკე ვერა აღარ არის დიდი ხანია თბილისი, მართლა “პანაეხალი” რა! ( ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)

ნეტა გამოეძახა რა, აი ნეტა! ან პატრულის მაინც არ შერცხვებოდა? ისე უნდა გავარკვიო რა მოხელე ნაჩალნიკია ნერვები რომ ასეთ დღეში აქვს! სადღაა მეზობლობა და კაი კაცობა ბასტა ბასტა ბატონო!“,-წერს ნატო დუმბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: