საზოგადოება

ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ – მეუფე იაკობი

Nusagi

„ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია?“ – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის განცხადებას, რომლის თანახმად ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე, ოპოზიციაში.

მეუფე იაკობის თქმით,  მაიკლ გალერს და ყველას, ჩვენთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

„ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ, რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას“, – აცხადებს მეუფე იაკობი. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ განაცხადა, რომ ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე, ოპოზიციაში.  მაიკლ გალერი ამბობს, რომ ყოველთვის შეიძლება იყოს კამათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შესრულდეს პრაქტიკაში 12 პუნქტიანი გეგმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: