პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“.

კვირიკაშვილის თქმით, ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ის.

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს, რომ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მას ერთი წამითაც არ უყოყმანია და მასთან ერთად ბრძოლაში ჩაერთო. ამ დროს კი იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და ქვეყანა დატოვეს.

„მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ „ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“, – ვკითხულობთ ღარიბაშვილის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: