Uncategorized

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა შიდა თუ გარე პარტნიორებმა უნდა გაიაზრონ, რომ, რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ

Nusagi

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა შიდა თუ გარე პარტნიორებმა გაიაზრონ, რომ, რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არ გაქვს, უმჯობესია, სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერი პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ, რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არ გაქვს, უმჯობესია, სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,220 ნახვა
%d bloggers like this: