სპორტი

იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: გულახდილად გეტყვით, ასეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა ჩვენ ევროპაშიც არ გვაქვს

Nusagi

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფანტასტიური პირობები, რომელიც ჩვენს ბიჭებს აქ დაახვედრეს, გასაოცარი სასტუმრო „პარაგრაფი“, საუკეთესო სერვისით და გარემოთი და ასევე საწვრთნელი ბაზა ფოთში, ჩვენი ბიჭები აღფრთოვანებული არიან. გულახდილად გეტყვით, ასეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა ჩვენ ევროპაშიც არ გვაქვს” ,-განაცხადა იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარციო ინოჩენტიმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, საუკეტესო შედეგებით, თუმცა ექვსი ერი სპეციფიკური კლასტერია, რომლის მონაწილე ქვეყნებიც დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, სწორედ 6 ერით შეეზღუდათ ეს წრე.

„ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს გზა, რომ სხვა ქვეყნებიც გაიზარდონ და შეუერთდნენ უფრო ფართო კლასტერს“,-თქვა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,019 ნახვა
%d bloggers like this: