საზოგადოება

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში- ComCom UNICEF-თან  და განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

Nusagi

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სკოლებში განხორციელდება მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.

„მედიაწიგნიერება არის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კრიტიკულ მოაზროვნეებად, ეფექტურ კომუნიკატორებად და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში – ღასან ხალილმა, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში დანერგვა ახალგაზრდებს დაეხმარება, უკეთ მოემზადონ სხვადასხვა მედიით მიღებულ უამრავ ინფორმაციაში ნავიგაციისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ითანამშრომლოს კომუნიკაციების კომისიასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს ამ გზაზე“, – დასძინა მან.

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეპოქაში ასეთი პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია. “კომუნიკაციების კომისია მეხუთე წელია აქტიურად ზრუნავს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – 21-ე საუკუნის, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა.  მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძალიან საჭირო და ეფექტიანი პროექტი განვახორციელოთ.რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: