პოლიტიკა

„ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის მზად არ არის“ – იაგო ხვიჩია

Nusagi

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ოპოზიცია რიგგარეშე სხდომისთვის მზად არ არის, ამიტომ „გირჩი“ მისი მოწვევის მოთხოვნას მხარს არ დაუჭერს. 

„ჩვენ არ ვაწერთ ხელს ამ მოთხოვნას ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ოპოზიციას ჩვენს გარეშეც ყოფნით ხელმოწერები და მეორე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ოპოზიცია არ არის მზად რიგგარეშე სხდომისთვის. მათ მოთხოვნები სრულად ჩამოყალიბებული არ აქვს. გარდა ამისა, არ არის ნამუშევარი სათანადოდ „ქართულ ოცნებასთან“ და სხდომის მოწვევა სხდომის მოწვევისთვის მაინცდამაინც სწორად არ მიგვაჩნია.

„ოპოზიცია ცდება, მათ რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ, სჯობს, ამ გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ საქმისთვის აქვს შექმნილი, ვიდრე კოლეგები ლანძღო, ცალკე გახვიდე, ოთახში ჩაიკეტო და იმ გეგმებზე ილაპარაკო, რაც შენ გარდა, არავის აინტერესებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ის ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ მონაწილეობენ. ეს პარტიებია „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. სამუშაო ჯგუფი ევრორეკომენდაციების შესრულებას განიხილავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: