პოლიტიკა

„ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში“ – თინა ხიდაშელი

Nusagi

„ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ით, ჩანაწერის გავრცელებით ცდილობენ, 2 ოპოზიციური არხი ერთმანეთს  დაუპირისპირონ. 

ამასთან, თავდაცვის ექსმინისტრი ამბობს, რომ მოსმენები  „ქართული ოცნების“ მოგონილი არ არის და ყველა წინამორბედი ხელისუფლება იმავეს აკეთებდა.

„ფარული მიყურადება, თვალთვალი და დევნა ადამიანების არ არის „ქართული ოცნების“ მოგონილი და არც მათ წიაღში წარმოშობილი ამბავი, იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“და ამით იყო დაკავებული ყველა ხელისუფლება საქართველოში და ამიტომაა სულ რომ  ვამბობთ, ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში, რომ კოალიციური მმართველობა არ იყოს მთავარი საყრდენი ქვეყნისთვის.

პირველ რიგში, მთავარი განსხვავება, რომელიც არის ხელისუფლების ამ კონკრეტულ შემადგენლობასა და ყველა  სხვა წინამორბედ ხელისუფლებას შორის, რომელიც გვყოლია, არის ის, რომ ესენი არც კი ცდილობენ უარყოფას ამ ამბის. 

ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ. მმართველმა პარტიამ არ იცის, როგორ  უნდა იმოქმედოს. სუფთა საბჭოთა „კაკებეშნიკური“ ამოცანაა, ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან.

ის  ჩანაწერი გაცილებით გრძელია. მხოლოდ ის ნაწილი გაუშვეს, რომელიც სავარაუდო, მათი აზრით, ემსახურებოდა იმას, რომ 2 ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლები ერთმანეთთან არაჯანსაღ ურთიერთობებში შევიდნენ, იმ დიალოგის გამო, რომელიც მოვისმინეთ. უცნობი როგორც ყოველთვის – ფორმაშია, მორიგი „ვაჭრობის რეჟიმი“ აქვს დამდგარი. როგორც ჩანს, ცდილობს რაღაცის დამტკიცებას ვიღაცისთვის“, – აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,987 ნახვა
%d bloggers like this: