უცხოური მედია

„ვინმეს რომ სამედიცინო ცენტრზე იერიში დალასის ცენტრში ან დრეზდენში მიეტანა, რა დაერქმეოდა ამას? ტერორიზმი, არა?“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ვინიცაზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარებული უნდა იყოს ტერორისტულ სახელმწიფოდ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციამ მოღალატეობრივად დაარტყა ვინიცას სწორედ მაშინ, როდესაც ჰააგაში რუსული ომის დანაშაულების შესახებ კონფერენცია იმართებოდა.

„მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას ყოველდღე გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება საკრუიზო რაკეტებით და სარაკეტო არტილერიით.

ჩვენს ქალაქ ვინიცაზე მხოლოდ ერთი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის სამი 10 წლამდე ბავშვი. და ეს, სამწუხაროდ, ჯერ არ არის საბოლოო რიცხვი. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია. ჰოსპიტალიზებულებს შორის მძიმედ დაშავებულები არიან.

ვინმეს რომ სამედიცინო ცენტრზე იერიში დალასის ცენტრში ან დრეზდენში მიეტანა, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას? ტერორიზმი, არა?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: