პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გათვლაა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რათა საქართველომ არ მიიღოს პოზიტიური პასუხი, ეს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია

Nusagi

როგორც იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის არა პროცესის ბოიკოტი, არამედ, პროცესის საბოტაჟი. ბოიკოტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია არ ერთვება პროცესში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს იმას, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

„ამ 12 პრიორიტეტან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით. ის, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რომ არ მიიღოს საქართველომ პოზიტიური პასუხი. ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,976 ნახვა
%d bloggers like this: