დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა წერილზე, რომლითაც მან აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა. დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ წერილი თავად დაწერა და სხვას არ დაუწერია.
„წერილი მე დავწერე. წერილთან დაკავშირებით, არა მგონია, რომ რაღაც მხატვრულ განსაკუთრებულ იმას საჭიროებდეს ახლა იქ მოყვანილი ფაქტებით. თუ ჩემი წერილები გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
Facebook Comments Box