პოლიტიკა

ზურაბ მახარაძე: გარდაიცვალა მიხეილ მამუკაშვილი, შეიძლება, ბევრ თქვენგანს ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება

ზურაბ მახარაძე: ​გარდაიცვალა მიხეილ მამუკაშვილი, შეიძლება, ბევრ თქვენგანს ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება

კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მახარაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც 2 ივლისს, პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. 

მისი თქმით, მიხეილ მამუკაშვილს სხეულის 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

„2 ივნისს, აქციაზე მიხეილ მამუკაშვილმა თავი დაიწვა. მან თავი დაიწვა იმ აუტანელი, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რაშიც ცხოვრება უწევს. იმ ლიბერალური დიქტატის პირობებში, რომელშიც მას ცხოვრება აღარ შეეძლო. 

არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო- ვიეტნამის ომის გასაპროტესტებლად, 1963 წელს ბუდისტმა ბერმა  თავი დაიწვა. ეს ფოტო ომის საწინააღმდეგო სიმბოლოდ იქცა. საქართველოში ყველას ახსოვს, სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით, იყო პიროვნება, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა. მამუკაშვილის ამბავი კი, არავის გაუშუქებია. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მედიაში არავის აინტერესებს. ადამიანი, რომელიც გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ეს ჩაიდინა, ის არავის ახსოვს. სალომე ზურაბიშვილმა რა იბოდიალა, ის არის დღის წესრიგში, მაგრამ ამ ადამიანის ტრაგედია არ არის დღის წესრიგში.

ამ ადამიანის ტრაგედია ჩვენი ბრალიცაა, ალბათ ჩვენი ბრძოლა არასაკმარისია იმის წინააღმდეგ, რის გამოც ამ კაცმა თავი დაიწვა. ჩვენ რომ კარგად გვემუშავა, ეს ადამიანი იქნებოდა ცოცხალი. იმ ჯოჯოხეთში, რომელიც ჩვენ მოგვიწყეს, ამ ადამიანს აღარ უნდოდა ცხოვრება, ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, გეხვეწებით, არავინ გააკეთოთ მსგავსი რამ. ამათ სხვანაირად უნდა მივხედოთ. ჩვენ თუ არ დავამთავრეთ ის ჯოჯოხეთი, რის გამოც ადამიანებს ცხოვრება აღარ უნდათ, არც პოლიტიკას, არაფერს აქვს აზრი.

შეიძლება, ქართულ მედიასივრცეს არ აინტერესებს ამ ადამიანის ტრაგედია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ღმერთი შეეწიოს მას და ჩვენ, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი“,-აცხადებს ზურაბ მახარაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,800 ნახვა
%d bloggers like this: