პოსტები სოციალური ქსელიდან

მაინტერესებს ყველას მოსაზრება, სწორი ვარ თუ არა ამ დამოკიდებულებაში და უნდა მქონდეს თუ არა სახელმწიფოს იმედი, მსგავსი უკანონობის წინააღმდეგ?!-გიორგი ჩიკვაიძე

Nusagi

ბიზნესმენნი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა ისეთ უკანონობაზე, რასაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აქვს ადგილი

მოკლედ, ჩემი მოქმედი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება ყველამ იცით, დღიდან მათი მოსვლისა სათავეში. ჩემი აზრიც იცით იმის შესახებ, რომ მიმაჩნია ყველა საღად მოაზროვნე რიგითი ადამიანი თუ ბიზნესმენი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდში უნდა ედგეს სეხელმწიფოს, რომ ყველამ ერთად შევძლოთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. თუმცა ამ გზაზე ბევრი პრობლემაა და როდესაც ჩნდება ისეთი აქტორი და ბოროტების ჩამდენი, როგირიც მოცემულ მომენტში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall იაა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიმაღლოს ხმა, რადგან არჩევანს როცა აკეთებ და მხარს უჭერი შენი ქვეყნის განვითარებას, რომელიმე უსინდისოდ, სავარაუდოდ კორუფციული გარიგებებით გატაცებულმა რგოლმა, საერთო იდეა არ უნდა დააზიანოს. ვიდეოებში ხედავთ ეგრედწოდებულ “ბეტონა მეშალკას” თავის ქვის “დრაბილკასთან”ერთად, რომელიც შიგ დასახლებულ პუნქტშია აშენებული და ფუნქციონირებს. ფოტოზე პიროვნება ლევან აფციაურია მისი მფლობელი.

ისტორია 3 აპრილს იწყება, როდესაც შევამჩნიეთ ამ უკანონო სიმახინჯის მშენებლობა, რა თქმა უნდა მივედით ადგილზე და ვიკითხეთ რას აშენებდნენ, ეს უკანონობა ხდება საგურამოში, სოფელ ჯიღაურაში, ჩვენი სახლიდან ალბათ 50 მეტრში. პასუხად იმავე დღეს ეზოში სტუმრად გვეწვიენ ლევან აფციაური (მფლობელი) და ვინმე გოჩა პარკაული (მფლობელის მეგობრის სტატუსით), შემდეგ განგვიმარტეს რომ აშენებდნენ ამ უკანონობას და ამას ვერავინ შეუშლიდა ხელს და რომ ჯობია ვიმეგობროთ მათთან, დაახლოებით ხვდებით ალბათ ჩემ რეაქციას და მათ ეზოდან გაყრას, საპასუხოდ ვიღებთ მუქარებს, რომ თბილისელები ვართ და ცენტრში ასვლა ხომ გვინდა საგურამოში, ასევე პარკაულის მხრიდან მუქარებს რომ მათ “იქ” დალაგებული აქვთ და ჯობია მშვიდად ვიყოთ. რამდენიმე დღეში ჩვენი იურისტი უკავრირდება მცხეთის მერია და ითხოვს ნებართვების საბუთებს, დროის წელვის შემდეგ და არაერთი მოთხოვნის შემდეგ მოგვდის პასუხი, რომ მათ არ აქვთ ნებართვა ამ მშენებლობის საწარმოებლად. ამის შემდეგ ვაფიქსირებთ, რომ ჩაერთოს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ასევე ყველა ვადის და დროის წელვის შემდეგ მოდის ზედამხედველობა, ისევ იწელება დრო, გადის ყველა დადგენილი ვადა, ამასობაში ესენი აგრძელებენ მშენებლობას დაჩქარებული ტემპებით. როგორც იქნა მერია ადგენს, ზედამხედველობის მოკვლევის შედეგად, რომ მშენებლობა უკანონოა და გვამშვიდებს, რომ გამოწერს ჯარიმას, რომელსაც აღარ დაადგა საშველი, მიზეზები ულევი. საბოლოოდ მიტანეს ეს საჯარიმო აქტი და ჩააბრარეს ადგილზე ლევან აფციაურს. ჩვენ ამასობაში ჩვენს იურისტებთან ერთად, ვემზადებით საქმის სასამართლოში შესატანად, ზუსტად ამ საბუთის საფუძველზე, რომ მშენებლობა უკანონოა. ამაზე რეაქცია ლევან აფციაურის არის შემდეგი “წადით და ირბინეთ კანონებით, მე ჩემი კაი კაცობით მაინც ავაშენებ და ვამუშავებ და ფეხებს ვერ მომჭამთ”. გუშინ ირკვევა, რომ მცხეთის მერიას, სანამ პარალელურად აჯარიმებდნენ, გაცემული აქვს ნებართვა მაისის ბოლოს, დასახლებულ პუნქტში ამ “ბეტონამეშალკის და დრაბილკის” მშენებლობაზე!!! მე არც ესეთ სახელმწიფოს ვაშენებ და არც ესეთი უკანონობა ამირჩევია!

ყველა რესურსს გამოვიყენებთ ორშაბათიდან, ეს იქნება გზების გადაკეტვა თუ სხვა რადიკალური ფორმები და ამას თავიდან ბოლომდე გავუწევ ორგანიზებას. ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტული ყველა ესე უნამუსოდ მოქმედი უწყების ჭკუის სასწავლებლად. ვპატიჟებ საჯაროდ ბატონ დიმიტრი ზურაბიშვილს სტუმრად ჩვენთან სახლში, ეზოში, დასახლებულ პუნქტში, დილის 6 საათიდან გვიან ღამემდე, მინდა ერთად ვუყუროთ და ვისუნთქოთ ის, რაც აქ ვიდეოში ჩანს, თან მოუყვები მათივე უწყებიდან როგორ გვამშვიდებდნენ, “ნუ ნერვიულობთ ხომ ხედავთ ნებართვა არ აქვთ, ჯარიმაც დაუწერეთ, ვინ მისცემთ ამათ მაგის აშენების უფლებას დასახლებულ პუნქტში”. ეს უკანონობა და სავარაუდოდ კორუფციური გარიგების ნაყოფი, არ დარჩება უპასუხოდ, აუცილებლად იქნება აღკვეთილი და ამას მთელ ჩემ რესურსს მოვახმარ, რაშიც არ უნდა გადაიზარდოს ამ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა!

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ხარჯზე, ფულის კეთება არ გამოვა! ჩვენს გარდა აქ დასახლებული 114 ხელმომწერი მოსახლეა, ვისი ცხოვრებაც, იგივენაირად გაუსაძლისია. ამ ხალხს თვეების განმავლობაში მე ვამშვიდებდი და ვუმტკიცებდი, რომ თავი შეეკავებინათ რადიკალური ზომებისგან, რადგან მჯეროდა, რომ თბილისის მერიის მიერ აღკვეთილი მსგავსი უკანონობები გახდებოდა სამაგალითო, მცხეთის მერიისთვისაც. ფაქტია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სხვა იდეით და ხედვით ხელმძღვანელობს, რაც არ ყოფილა ჩემი და ამ ქვეყანაში უმრაელესობის არჩევანი!

მაინტერესებს ყველას მოსაზრება, სწორი ვარ თუ არა ამ დამოკიდებულებაში და უნდა მქონდეს თუ არა სახელმწიფოს იმედი, მსგავსი უკანონობის წინააღმდეგ?! საქართველოს მთავრობა ქართული ოცნება / Georgian Dreamწერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი ჩიკვაიძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: