პოლიტიკა

„გოგაშვილის დაკავების, მისი პერსონის და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა“ – გია ხუხაშვილი

Nusagi

„გოგაშვილის დაკავების  და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას.

„გოგაშვილის დაკავების, მისი პერსონის და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია.

ერთადერთი, რითაც უნდა ინტერესდებოდეს საზოგადოებაც და მედიაც, არის ის, თუ რა ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებდა და აპირებს. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ არ მიეცეს ხელისუფლებას მისი ბლოკირების საშუალება“, – წერს გია ხუხაშვილი. 

ცნობისთვის,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: