სამართალი

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, წარუდგენენ. ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ.

„ბატონ სოსო გოგაშვილს 13 რეგისტრირებული იარაღი აქვს. შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში? აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები“, – განაცხადა სოსო გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გუშინ დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: