უცხოური მედია

ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი დაღუპულია

Nusagi

საბერძნეთში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი დაღუპულია.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კომპანია „მერიდიანის“ გენერალურმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა განაცხადა.

ბოგდანოვიჩის ცნობით, რვავე მგზავრი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. მისივე განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა გხადა, თუმცა კატასტროფის მიზეზების გამოვლენის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ავიაკატასტროფას გამოეხმაურნენ სერბეთის თავდაცვის სამინისტროში და განაცხადეს, რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა სერბული წარმოების 11,5 ტონა საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომელიც ქვეყანას ბანგლადეშის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა. თვითმფრინავს ტვირთი იორდანიის, საუდის არაბეთის და ინდოეთის გავლით, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში უნდა ჩაეტანა.

თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის დაღუპვა სერბეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: