პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! პირდაპირ გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ

Nusagi

,,ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! ყოველგვარი მინიშნებების და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ მოგვიწოდებენ პროვოკაციისკენ! გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ! თანაც ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლევადიანი PR კამპანია აწარმოონ რუსეთის სახის წარმოსაჩენად,’’ – ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის (ევროპაში), თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

როგორც შაქარიშვილი წერს, დაჟინებით მოგვიწოდებენ ეროვნული თავგანწირვისკენ! უნდათ, რომ ჩვენი ნატანჯი, ნაომარი ქვეყანა, რომელსაც იარები ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, მათი ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენი ხელით მივიტანოთ!

,,ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! ყოველგვარი მინიშნებების და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ მოგვიწოდებენ პროვოკაციისკენ! გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ! თანაც ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლევადიანი PR კამპანია აწარმოონ რუსეთის სახის წარმოსაჩენად. ციტატა: “ეს(მეორე ფრონტი) ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა”. აი, მხოლოდ ამ ინტერესისთვის მოგვიწოდებენ დაჟინებით ეროვნული თავგანწირვისკენ! უნდათ, რომ ჩვენი ნატანჯი, ნაომარი ქვეყანა, რომელსაც იარები ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება, მათი ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენი ხელით მივიტანოთ!’’ – წერს შაქარიშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარს უკრაინაში საომრად გაიყვანს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. მისივე თქმით, საუბარი არ არის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ არის შანსი, რომ საქართველომ მსოფლიოს დაანახოს რუსეთის რეალური სახე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,050 ნახვა
%d bloggers like this: