საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა, ოფიციალურ სადილზე კი, ღარიბაშვილს უზბეკეთის პრემიერმა უმასპინძლა.
„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი. ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად ტაშკენტში, ოფიციალურ სადილზე უზბეკეთის პრემიერმა უმასპინძლა.
მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული. ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო თუნდაც ამ კულტურული პროგრამით გამოხატული ასეთი მაღალი დონის პატივისცემის ჟესტი მასპინძლის მხრიდან“,-წერს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი.
