სოციალური ქსელები და მედია

„კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმებების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ეს მიღწეული იყო“ – ვლადიმერ პუტინი

Nusagi

„უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე მაშინ, როცა ის პრაქტიკულად მიღწეული იყო.

„ამ პირობების შესაქმნელად (მოლაპარაკებებისთვის), ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმებების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ეს მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: