პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. 

ევროპარლამენტარებმა თბილისში ვიზიტი სწორედ პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს.

 სალომე ზურაბიშვილა შეხვედრის შემდეგ მოწყობილ ბრიფინგზე უცხოელ პარტნიორებთან ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას პინგ-პონგი უწოდა და მოუწოდა, „დიალოგი სხვა ფორმატში გადაიყვანოს“.

„თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%-ს, საჭიროა მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით – ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში – ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ.

ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს – ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ – მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,647 ნახვა
%d bloggers like this: