უცხოური მედია

„საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები“ – მეთიუ ბრაიზა

Nusagi

„საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ადასტურებს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, პოლარიზაცია ორივე მხრიდან მომდინარეობს.

„საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია. რაზედაც მუდმივად მიგითითებთ ევროკავშირი. ეს პოლარიზაცია ორივე მხრიდან მომდინარეობს. ეს არის საშინელება. პოლარიზაციას ადასტურებს ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავება. ასევე, საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები. საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად ქართველებს ვნებს“, – აცხადებს  მეთიუ ბრაიზა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,342 ნახვა
%d bloggers like this: