საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი თედო ჯაფარიძეზე: ანაკლიის პორტს ვერაფერი არგო, მაგრამ ამ ტექსტით „საბას“ პრემიის პერსპექტივა ნამდვილად აქვს

Nusagi

ორი წერილის ამბავი – თედო ჯაფარიძის ცინიზმით და შეურაცხყოფებით გაჯერებული ტექსტი და სოზარ სუბარის ღირსეული და არგუმენტირებული პასუხი. რა შეიძლება ითქვას…? კიდევ ერთი დასტური, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტებში!

დათო მაღრაძეს დავესესხები მორიგჯერ – არიან ადამიანები CV-ით და არიან ადამიანები ბიოგრაფიით! სწორედ ეს სხვაობა გახადა თვალსაჩინო აღნიშნულმა წერილებმა, სოზარსა და თედო ჯაფარიძეს შორის!

1989 წელს ბატონი თედო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აშშ-კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, ხოლო მამუკა ხაზარაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის ხელმძვანელი, დღეს კი სხვა “დიდი ქვეყნის” ინტერესებს ემსახურებიან შესაშური მონდომებით.

ალბათ, ამ უხილავმა კავშირმა განაპირობა, რომ მრავალწლიანი დიპ-კარიერის დასასრულს, თედო ჯაფარიძის ნავმა ანაკლიის ღრმა წყლებში შეცურა.

მართალია ანაკლიის პორტს ვერა არგო ბატონი თედოს დიპლომატიურმა გამოცდილებამ, მაგრამ ამ ტექსტით ნამდვილად აქვს ლიტერატურული პრემია “საბა”- ს ლაურეატობის პერსპექტივა!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: