სამართალი

ნედ პრაისი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სანქცირებაზე: ამ კონკრეტულ საქმეს არ ვიცნობ

Nusagi

არ ჩავერთვებოდი ამ საკითხზე საუბარში, ამ კონკრეტულ საქმეს ახლა არ ვიცნობ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.

კითხვაზე – მინდა გკითხოთ იმ განცხადებებზე, რომელიც ისმის საქართველოში. საუბარია, რომ უსამართლო სანქციები დაწესდა კონკრეტული მოსამართლის [ლაშა ჩხიკვაძე]მიმართ, რომელიც თავის მხრივ, მოსამართლემაც დაადასტურა. ამ საკითხმა გაურკვევლობა გამოიწვია საქართველოში. ნამდვილად დაუწესდა თუ არა სანქცია ამ მოსამართლეს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე? – ნედ პრაისმა უპასუხა:

„არ ჩავერთვებოდი ამ საკითხზე საუბარში. ამ კონკრეტულ საქმეს ახლა არ ვიცნობ, თუმცა თუ რამე კონკრეტული შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აუცილებლად გავაკეთებთ ამას მოგვიანებით. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. დემოკრატიის მშენებლობა არასდროს სრულდება. ეს ასე ხდება როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განმტკიცებაში – ინსტიტუტების, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას და სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის, სწორედ ამ მიზნებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გავაგზავნეთ 1 000 ადამიანი შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლის პროგრამის ფარგლებში და ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინიციატივას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით, დაგიბრუნდებით“.

ნედ პრაისმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ ამ მისწრაფებას მხარს უჭერს.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიანიჭა, ასევე რეფორმების საგზაო რუკა დასახა, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ. თუმცა, ბოლო დროს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო მოწადინებულია, ქართველ ხალხთან ერთად იმუშაონ და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე პერსონალური თავდასხმები თავსებადი არ არის პარტნიორებს შორის კომუნიკაციასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენს საერთო მიზნებზე. 30 წელი გვერდიგვერდ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს მშვიდობიან ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის დასრულების კუთხით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,019 ნახვა
%d bloggers like this: