რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თეირანის სამმიტზე სიტყვის გამოსვლის დროს, ძლიერ ხველას კონდიციონერებს აბრალებს. რუსეთის მეთაურმა განმარტა, რომ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა შენობაში, სადაც ძლიერი კონდიციონერი იყო. სამშაბათს, 19 ივნისს მან ირანი მოინახულა და რამდენიმე შეხვედრა გამართა.
პუტინის თქმით, ირანის დედაქალაქ თეირანში ძლიერი სიცხე იყო, დაახლოებით +38 გრადუსი, ამიტომ, კონდიციონერი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა.
2021 წლის ოქტომბერში პუტინს ასევე მოუხდა სიტყვით გამოსვლისას ატეხილი ძლიერი ხველის მიზეზის ახსნა. მაშინ მან განაცხადა, რომ გრილ ამინდში ქუჩაში ფეხით ისეირნა და აქტიურად „გადაადგილდებოდა“ .
ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ინფორმაციები ძირითადად, ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა. 2022 წლის მარტში Mirror-მა დაწერა, რომ პუტინი მხედველობას კარგავს და ძლიერი ტკივილებისგან იტანჯება, რაც მძიმე, მოურჩენელი დაავადების ნიშანია.
პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ ხმებს უარყოფს როგორც თავად პუტინი, ის სხვა ოფიციალური პირებიც. ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა კრემლის წარმომადგენელმა პესკოვმა, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლავროვმა.