სპორტი

რომან ფიფია თბილისის “დინამოს” ყიდის

Nusagi

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა კლუბის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის პრეზიდენტის განცხადება დინამო თბილისი ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია. გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც “დინამო თბილისს”, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია. ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

რომან ფიფიამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რომან ფიფიას 11 წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა “დინამო არენასა” და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,036 ნახვა
%d bloggers like this: