Uncategorized

არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს! – მაჭარაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

Nusagi

„პრეზიდენტის  განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი გუნდის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტს შუამავლობა არ გამოსდის.

„არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს, რომ წელიწადზე მეტია, ჩვენ მზად ვიყავით რომ რაღაც პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოსდის, არავინ არ უჯერებს, თუკი არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას მისი განცხადება, მას არ უჯერებს, თუ აწყობს მერე მასზე პირიქით პოლარიზებას მიმართავს ხოლმე და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია რომ ჯობია ჩვენ ყველამ ჩვენ-ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. სწორედ ეს მიდგომა იქნება დეპოლარიზაციისთვის ხელის შემწყობი“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,033,999 ნახვა
%d bloggers like this: