პოლიტიკა

„საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“ – რატი იონათამიშვილი

„საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შეფასებები უხერხულია იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.  

„ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა, იმ უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია. უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და, ასევე, დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში“, – აცხადებს  რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,627 ნახვა
%d bloggers like this: