პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ვითარება როცა რთულდებოდა და მოლაპარაკებები მიდიოდა, კარლ ჰარცელს ყოველთვის ეჭირა პოზიცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა

Nusagi

კარლ ჰარცელი განსაკუთრებით, კულისებში გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ პარტია ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მისი პოზიციიდან, მათ შორის, კონკრეტული გამონათქვამებიდან ეს პირდაპირ ჩანდა, იგივე დახურულ სივრცეში და საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით კულისებში ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ. ძირითადად, ეს ხდებოდა კულისებში. დეტალებს არ გავშლი, მაგრამ ეს მოხდა არა ერთგზის და ორგზის, არამედ ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ის მოქმედებდა, არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. მე ეს ვუთხარი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მან მაგალითებზეც ისაუბრა.

„ერთ-ერთი შეხვედრა მახსენდება, რაც პატარა მაგალითია. ამ შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხზე იყო საუბარი და ჩვენი მხრიდან დასაბუთებული იყო ბოლომდე, რომ სამართლებრივად წელში ვიყავით გამართული. ამაზე მისი პასუხი იყო: „ჩემგან ეს არის პოლიტიკური გზავნილი“. როგორ შეიძლება, ჯერ ელჩი შენთან მოდიოდეს პოლიტიკური გზავნილით, ელჩი, რომელიც დიპლომატია?! მაქსიმუმ, რაშიც შეიძლება, ელჩი ჩაერიოს, არის ის, რომ თუ რაღაც უსამართლოდ ხდება, მაგალითად, პირობითად, კანონში უსამართლო ცვლილება შედის, შეიძლება, ამაზე მიგანიშნოს. ეს არის ელჩის ფუნქცია და როდესაც სამართლებრივად რაღაცას უსაბუთებ, მაგალითად, კანონში ცვლილებას, რომ არის სამართლიანი და ამაზე გეუბნება, ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი და ასე უნდა გააკეთო, აქ კარგად ჩანს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის მიმართ დამოკიდებულება. ეს არის ძალიან პატარა მაგალითი და რეალურად, ბევრად უხეში შემთხვევები იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,931 ნახვა
%d bloggers like this: