საგარეო პოლიტიკა

„შესაძლებელია, ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – ბრიტანული დაზვერვა

Nusagi

რუსების შეტევითი მოქმედებები ბახმუტის მიმართულებით არის „მცირემასშტაბიანი“, მათი პროგრესი „მინიმალურია“. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინის მიწების „გათავისუფლების“ და „გეოგრაფიის გაფართოების“ შესახებ.

„ლავროვმა განაცხადა, რომ ოპერაცია მოიცავს ახალ დამატებით ტერიტორიებს, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას უფრო დიდი მოქმედების იარაღს მიაწოდებენ.

ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. რუსეთი არ „გაფართოვდა“ ამ ომში. ამ ტერიტორიებზე გრძელვადიანი კონტროლის შენარჩუნება უდავოდ იყო შეჭრის თავდაპირველი მიზანი.

რუსეთი ამ ტერიტორიებზე თებერვალში შეიჭრა და საოკუპაციო ხელისუფლება საჯაროდ განიხილავს ლეგალური დამოუკიდებელი რეფერენდუმის პერსპექტივებს მინიმუმ მარტის შუა რიცხვებიდან.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ლავროვმა კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: