პოლიტიკა

დავით არახამია: მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით

Nusagi

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.

არახამიას თქმით, “ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდო პროცესია”.

“სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრაფსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებულები არიან ამ იდეის გარშემო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ.

ჩვენ დაგეხმარებით, მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთავის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს”,- აღნიშნა მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,082 ნახვა
%d bloggers like this: