Uncategorized

რასა იუკნევიჩიენე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, როგორც ეს იყო სლოვაკეთში და ერთობლივი ბრძოლა აწარმოონ

Nusagi

,,ის, რასაც ვხედავთ საქართველოში, არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია და ჩვენ ეს, ასევე, მოვიხსენიეთ რეზოლუციაში. ძალიან დიდია პოლარიზაცია, რაც არ არის ხელშემწყობი იმისთვის, რომ გადალახოთ არსებული დაბრკოლებები და მიაღწიოთ სანუკვარ შედეგს,” – განაცხადა ტელეკომპანია ,,მთავარის” ეთერში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს.

როგორც მან აღნიშნა, მათ ახსენდებათ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, როდესაც ოპოზიცია და მოსახლეობა გაერთიანდა და ერთობლივი ბრძოლა აწარმოეს ხელისუფლების წინააღმდეგ.

,,ზოგჯერ, ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე სამთავრობო გუნდმა. თუ გახსოვთ, ბრაზაუსკასი იყო 1993 წელს ლიეტუვის პრეზიდენტი და ის აკეთებდა ყველაფერს რომ შეერთებოდა ევროპულ დღის წესრიგს. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისში ჩვენ გავერთიანდით. ჩვენ, ასევე, ვახსენებთ ხოლმე, სლოვაკეთის მაგალითს, სადაც თავის ხელში მოსახლეობამ აიღო ამ პროცესის მართვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები, უნდა გაერთიანდნენ, როგორც ეს იყო სლოვაკეთში და ერთობლივი ბრძოლა აწარმოონ,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,847 ნახვა
%d bloggers like this: