პოლიტიკა

„ახლა ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს, არ ვიცი, სპიკერი ვინ ჰყავთ, ალბათ, ჭიჭე ვაშაძე, რადგან იქაჩება“ – ირაკლი ზარქუა

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს, რომლის მიზანიც ევრორეკომენდაციების შესრულებაა. ამ ჯგუფში „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წევრები მონაწილეობას არ იღებენ. ზარქუას თქმით, ეს პარტიები არასდროს პასუხობენ საზოგადოების დაკვეთას და მუდამ ცალკე განდგომილნი არიან.

„ადამიანები როცა არიან რეიტინგში დაბლა, ხელმოცარული, მათ შეუძლიათ, ასე ხან ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა შექმნან, იქ ხელი მოეწერათ, ახლა ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს. არ ვიცი, სპიკერი ვინ ჰყავთ, ალბათ, ჭიჭე ვაშაძე, რადგან იქაჩება, მერე შექმნიან ალბათ ალტერნატიულ რაღაც მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან. ეს არ არის იმ 12-პუნქტიანი გეგმის ადეკვატური ნაბიჯი. იქ პირველი წერია – დეპოლარიზაცია. თქვენ გგონიათ ეს დეპოლარიზაციაა? აგერ არის კომისია შექმნილი, სადაც, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, მშვიდ ტონალობაში საუბრობენ მართლმსაჯულების თემაზე, აგერ იყო კომიტეტი მუშაობდა მათ შორის გენდერულ თემებზე, სასამართლო რეფორმაზე. მათ შორის ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, არ არიან მაინცდამაინც ჩვენ მიმართ კეთილად განწყობილი, გამოვიდნენ და თქვეს რომ დიახ, ალტერნატიული რაღაც სისულელეების მოფიქრებას ჯობია, დაუბრუნდნენ, სადაც კომისიაა შექმნილი, ეს არ ასხამს წისქვილზე წყალს, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს, მეტი რა უნდა უთხრან?! არა, მაინც ცალკე იქაჩებიან. ეს მათი არჩევანია, რადგან მთელი მათი მუშაობა, პოლიტიკაში ყოფნა არის, რომ იყვნენ ცალკე განდგომილი, საზოგადოება და საზოგადოებრივი ინტერესები კიდევ სხვა მიმართულებით იყო.

ჩვენ საზოგადოებრივ ინტერესებს ვპასუხობთ, რაც არის დაკვეთა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის უნდა მოვამზადოთ და იმ თორმეტივე პუნქტს გავივლით და მოვემზადებით შემოდგომისთვის“, – განაცხადა ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,342 ნახვა
%d bloggers like this: