ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, ივანიშვილი როგორც არ უნდა ეცადოს პოლიტიკისგან დისტანცირებას, მას ისტორიამ პასუხისმგებლობა დააკისრა.
„ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს – რაც არ უნდა ეცადოს დისტანცირებას, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა და ამას ვერსად გაექცევა…
მხოლოდ ამ პასუხისმგებლობის აღიარებით და არა ჩრდილში დარჩენით გადაწყდება ქვეყნის და თუ გნებავთ, მისი პირადი პრობლემებიც“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე, ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორებულია.
Facebook Comments Box