Uncategorized

კახა კალაძე ჟურნალისტს: ცდილობთ, შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან – თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია აშშ-ის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ

Nusagi

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით თავდასხმა არ ყოფილა და მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თავდასხმა რა შუაშია? ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც თვითონ ხედავს და როგორც თვითონ მიაჩნია. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონდეთ, მე შეიძლება განსხვავებული, ამ ადამიანს განსხვავებული.

თავდასხმა სად იყო? ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ რას ეძახით თავდასხმას? ეს თქვენ ცდილობთ რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია ელჩთან მიმართებით აკეთებდა, თავდასხმა იყო, რასაც ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდა. ეს არის თავდასხმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამოიღეთ და ნახეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: