სპორტი

სებასტიან ფეტელმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

Nusagi

„ფორმულა 1“-ის ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეომიმართვა გერმანელმა პილოტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. 35 წლის ფეტელი აღნიშნავს, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მასზე ბევრი იფიქრა, მისი პრიორიტეტი კი ახლა ოჯახთან მეტი დროის გატარება იქნება.

ფეტელი „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია. მასზე მეტი მსოფლიო ტიტული მხოლოდ ლუის ჰამილტონს, მიხაელ შუმახერსა და ხუან მანუელ ფანხიოს აქვთ მოგებული. ფეტელი კარიერას „ასტონ მარტინის“ საჯინიბოში ასრულებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,031 ნახვა
%d bloggers like this: