პოლიტიკა

კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა

Nusagi

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ 21 მარტის შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა.

მისივე თქმით, მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,797 ნახვა
%d bloggers like this: